ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი სეზონის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს. იტალიელის განცხადებით, პლეი-ოფის სისტემას არ ემხრობა, მაგრამ სეზონი ამის გარეშე აუცილებლად უნდა დასრულდეს.
„ჩვენს ქვეყანაში ცუნამის წინაშე აღმოვჩდით, რამაც ყველა დააზარალა. ახლა იწყება ვირუსთან თანაცხოვრების ფაზა და სწორია კომერციული დასამრეწველო საქმიანობა, მათ შორის ფეხბურთიც განახლებაც.
ახლა აუცილებელია სეზონის განახლება და ჩემპიონატის დასრულება, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში, მე არ ვეთანხმები პლეი-ოფისა და პლეი-აუტის სიტემას. გულშემატკივრების გარეშე? თუ საჭირო იქნება უმაყურებლოდ თამაში უნდა ვითამაშოთ, ისევე, როგორც მატჩების 16:30 საათზე დაწყებასაც უნდა შევეგუოთ ზაფხულის მიუხედავად. რისი გაკეთებაც შესაძლებლი იქნება სეზონის დასასრულებლად, უნდა გავაკეთოთ. ხუთი შეცვლა? ეს შეიძლება გამოსავალი იყოს, მაგრამ ვისაც გრძელი სკამი აქვს, მათთვის უპირატესობაც არის“, – განაცხადა ლიპიმ.