მთავარი / სიახლეები / მარჩელო ლიპი “იუვე” – “ნაპოლის” შესახებ

მარჩელო ლიპი “იუვე” – “ნაპოლის” შესახებ

მარჩელო ლიპი, რომელიც ჩინეთში მუშაობს, დროებით სამშობლოში დაბრუნდა. ფრანჩესკო ტოტიმ ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე მიიწვია და ლიპიც იტალიას ესტუმრა.

შემთხვევით Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა ისარგებლა და ლეგენდარულ მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბრის თემა რა თქმა უნდა, „იუვე“ – „ნაპოლის“ მოახლოებული დაპირისპირება იყო.

– რა შეიცვალა გასული სეზონის შემდეგ?

– „იუვე“ ოდნავ შეიცვალა, მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუს წარმოუდგენელი ტრანსფერით. „ნაპოლი“ იგივე გუნდია, მაგრამ მწვრთნელი – ახალია. ორ თვეში ანჩელოტიმ ჭკვიანური სამუშაოები შეასრულა. ის ერთადერთია.

– ანუ?

– მან შეინარჩუნა ის ხარისხი, რომელიც სარის ჰქონდა, მაგრამ დაუმატა თავისი კულტურა, გამოცდილება, ტაქტიკური მონახაზი და ფსიქოლოგია. „ნაპოლი“ ძლიერია, როგორც ადრე, მაგრამ ახლა შეუძლია ორი-სამი სხვა და სხვა სათამაშო სქემით თამაში. ამასთან, უფრო არაპროგნოზირებადია.

– თქვენ ამტკიცებთ, რომ ანჩელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

– იმიტომ, რომ გამარჯვების მენტალიტეტი მაღალი აქვს, როგორც ფეხბურთელს, ისე მწვრთნელს. მან ყველაფერი გადალახა და რეალურად, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

– მეორეს მხრივ, შეუძლებელი იყო სარის „ნაპოლის“ შენარჩუნება სარის გარეშე…

– ანჩელოტი შემადგენლობას სარისგან განსხვავებით უკეთ იყენებს. შეცვალა სათამაშო სისტემა და ნაკლებად დაღლილი ფეხბურთელები მიიღო.

– თუ ანჩელოტი საუკეთესოა, ალეგრი კარგ გზას ადგას?

– ზუსტად ასეა. ანჩელოტიმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჩემპიონატები. თუმცა, ალეგრიც იწყებს საუკეთესოებში დამკვიდრებას. გასულ სეზონამდე ევროპაში იყო „რეალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ მიუწვდომელები, ხოლო „იუვე“ მათთან ახლოს. ეს წაგებულმა ფინალებმაც დაამტკიცა. დღეს კი, „იუვენტუსი“ ხსენებული გუნდების დონეზეა და ეს მწვრთნელის დამსახურებაცაა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ჯენოასთან”

ტურინის “იუვენტუსი” დღეს იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში სტუმრად “ჯენოას” დაუპირისპირდა. მაურიციო სარიმ დღეისთვის ასეთი …

ანდრეა პირლო “იუვეს” 23-წლამდე გუნდს გაწვრთნის

ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ ბრუნდება და 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად მომდევნო სეზონიდან იმუშავებს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა …