მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩით “ევერტონი” დაინტერესდა

მანჯუკიჩით “ევერტონი” დაინტერესდა

მარიო მანჯუკიჩის „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება. როგორც იტალიური მედია წერს, ხორვატი მაურიციო სარის გეგმაში ძირითად შემადგენლობაში არ განიხილება.

როგორც ბრიტანული Telegraph-ი წერს, 33 წლის ხორვატის შეძენა ლივერპულის „ევერტონს“ სურს. ინგლისელთა მთავარ მწვრთნელ მარკო სილვას ორი შემტევის დამატება უნდა და ერთ-ერთი სამიზნეა.

„ევერტონის“ გარდა მარიო „დორტმუნდიც“ ეპატიჟება, ხოლო მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნების ვარიანტი გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და მიმდინარე წელს კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არაა იმის საფუძველი, რომ ტურინში დარჩეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *