იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყო და ჩრდილოეთ ირლანდიისა და ბულგარეთის ნაკრებები ერთნაირი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
რობერტო მანჩინის ნაკრებს საოცარი შედეგები აქვს და 2018 წლის შემდეგ არ წაუგია. „სკუადრა აძურამ“ ბოლოს 930 დღოს წინ პორტუგალიასთან წააგო და 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
შემდეგი მიზანი მარჩელო ლიპის იტალიის ნაკრების შედეგის გაუმჯობესებაა, რომელსაც 25 თამაში არ ჰქონდა მიჯრით წაგებული და მანჩინის გუნდს შეუძლია ეს მიღწევა ოთხშაბათს გაიმეოროს, რადგან უსუსტეს ლიეტუვას ხვდება. თუმცა, რეკორდი პოცოს იტალიის ნაკრებს ეკუთვნის – ზედიზედ 30 წაუგებელი თამაში.
რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიამ 29 თამაში ჩაატარა და 69% მატჩებისა მოიგო, რაც აპენიენელთა ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2018 წელს იტალიამ პორტუგალიასთან ანდრე სილვას კინკილა გოლით წააგო, მას მერე 19 თამაში მოიგო და ხუთჯერ ფრე ითამაშა. ბოლო 14 თამაშში ნაკრებმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, ხოლო უკანასკნელი 29 თამაშიდან 17-ჯერ კარი მშრალად შეინახა. სტუმრად ბოლო 10 თამაშში „აძურამ“ 9 მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა – 22 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. გარდა ამისა, ბოლო 6 საგარეო მატჩში გოლი არ გაუშვია, რითაც 1974 წელს დამყარებული რეკორდი დაემხო. სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია და თამაშის ხარისხიც მაღალი დონისაა.
იტალიის ნაკრები 31 მარტს სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდება, თბილისის დროით 22:45 საათზე.