რობერტო მანჩინი მზად იყო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა და „იუვენტუსი“ ჩაებარებინა. ამის შესახებ Gioranettisimo წერს.
როგორც ცნობილია, მანჩინის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რისი მიზეზიც ნაკრების ტექნიკურ დირექტორად მარჩელო ლიპის დანიშვნის საკითხი იყო. ამიტომაც, „სკუადრა აძურადან“ წასვლაზე ფიქრობდა.
ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ ანდრეა ანიელი მანჩინის მაურიციო სარის გათავისუფლებისთანავე, დაუკავშირდა, პირველი კანდიდატი სწორედ ის ყოფილა. რობერტომ მოსაფიქრებლად 10 დღე სთხოვა ანიელის, მაგრამ „იუვეს“ პრეზიდენტმა არ მიიღო მანჩინის პასუხი და ყოყმანი, დროის დააკრგვას დაუყოვნებლივ ანდრეა პირლოს დანიშვნა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებს.
Una incredibile indiscrezione su Roberto #Mancini e sul futuro della nazionale italianahttps://t.co/uKhbnfAQX1
— Giornalettismo (@giornalettismo) August 18, 2020