იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, „ინტერი“ – „იუვეს“ მატჩზე, ანდრეა პირლოზე, ლეონარდო ბონუჩიზე, ჯორჯო კიელინიზე, ფედერიკო კიეზაზე და ფედერიკო ბერნარდესკიზე:
„ეს არის სკუდეტოს ორი მთავარი ფავორიტის შეხვედრა. წლების განმავლობაში „ინტერი“ გაიზარდა, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და გამარჯვებისთვის მზადაა. „იუვეს“ კი ჯერ კიდევ ყველაზე კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს და 9 სკუდეტოს გამოცდილება აქვს. „იუვესთვის“ ეს თამაში თითქმის გადამწყვეტია. აღარ შეუძლია ქულები დაკარგოს იმ სამ გუნდთან, რომლებიც მასზე წინ არიან სატურნირო ცხრილში, მიუხედავად იმისა, რომ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ინტერი“ და „იუვე“ საუკეთესოდ არიან აღჭურვილნი, ფავორიტად რჩებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ერთ-ერთი გახდება ჩემპიონი. მაგალითად, „მილანსაც“ შეუძლია ბოლომდე ბრძოლა.
პირლო? დიახ, მომწონს შემტევი თამაში, რომელსაც ანდრეა ცდილობს. სტაბილურობის კარგვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს ლოგიკურია: გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. დრო საჭიროა. ის როგორც მე? რა თქმა უნდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი და ბევრი ხარისხიანი ახალგაზრდა. ენთუზიაზმი, თამამი თამაშის პრინციპები, დაუმარცხებლები, ჩვენ ერთნაირები ვართ.
კიეზა? დიდ კლუბშ ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო და შესვენების უფლებაც არ გაქვს. თამაშობ საერთაშორისო დონეზე და აქედან გამომდინარე ძალიან გაიზარდა. თუმცა, მას ჯერ კიდევ აქვს მომატების უნარი და შესაძლებლობა. ბერნარდესკი? ნაკრებში ბერნარდესკი ყოველთვის კარგად თააშობდა, მაგრამ კლუბში უფრო მეტი სათამაშო დრო სჭირდება და ამას ვუსურვებ.
ბონუჩი ყოველ მესამე დღეს თამაშობს, ეს მარტივი არ არის. ლეო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კიელინი ცოტას თამაშობს? მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდა და ახლა თავი კარგად იგრძნობს. მე მას ბოლომდე დაველოდები, როდესაც ის მოედანზე, ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია გუნდისთვის. კიელინი ჩვენთვის ფუნდამენტურია, არა მარტო მოედანზე, არამედ გასახდელში ახალგაზრდა გუნდისთვის“, – თქვა მანჩინიმ.