„მანჩესტერ იუნაიტედი“ მატიას დე ლიხტით დაინტერესდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
„წითელი ეშმაკები“ ცენტრალურ მცველს ეძებენ და ერთ-ერთი სასურველი ვარიანტი ნიდერლანდელი ფეხბურთელია.
ინგლისური გუნდი არ გამორიცხავს, რომ სურვილის მისაღწევად, გარიგებაში პოლ პოგბაც გამოიყენოს, რომლის ტურინში დაბრუნებაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს 75 მილიონ ევროდ შეუერთდა და 27 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.