„მანჩესტერ იუნაიტედს“ ადრიენ რაბიოს დამატება სურს და მზადაა „იუვენტუსს“ ბარტერი შესთავაზოს. Don Ballon-ის ცნობით, ინგლისელები დონი ვან დე ბეეკის ტურინში გაშვებაზე თანახმა იქნებიან.
ორივე ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა. რაბიო „იუვენტუსის“ ძირითადში მუდმივად თამაშობს, მაგრამ მისი თამაშით არც ისე კმაყოფილები არიან.
ვან დე ბეეკმა „მანჩესტერის“ ძირითადში დამკვიდრება ვერ მოახერხა და ძალიან დიდი შანსია, რომ ინგლისი ზაფხულში დატოვოს.
23 წლის ნიდერლანდელის მეგობარი მატიას დე ლიხტი კი „იუვენტუსში“ თამაშობს, რამაც შეიძლება მის გადაწყვეტილებაზე გავლენაც მოახდინოს.