მთავარი / სიახლეები / “მანჩესტერი” – “იუვეს” სერბები განსჯიან

“მანჩესტერი” – “იუვეს” სერბები განსჯიან

„იუვენტუსი“ უკვე ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურისთვის იწყებს მზადებას, რომელსაც პრინციპული მეტოქის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

უეფამ უკვე დაასახელა მსაჯთა ბრიგადა, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ გასამათ შეხვედრას მოემსახურება. მთავარი არბიტრი სერბი მილორად მაზიჩი იქნება, რომელმაც გასულ სეზონში ფინალი განსაჯა. მაზიჩს თანამემამულეები მილოვან რისტიჩი და დალიბორ ჯურჯევიჩი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი ნემანია პეტროვიჩი იქნება.

მაზიჩს აქამდე “იუვეს” სამი თამაში უმსაჯია: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ხოლო “მანჩესტერთან” სერბის სტატისტიკა ასეთია: 5 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „იუვეს“ შეხვედრა 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …