მთავარი / სიახლეები / “მანჩესტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“მანჩესტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამრცხა პაულო დიბალას გოლით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

ვოიცეხ შჩესნი 6 – ერთადერთხელ მოუწია აღელვება, როდესაც პოგბამ შორიდან დაარტყა და გაუმართლა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ თავში და კარში არ აღმოჩნდა.

ჟოაუ კანსელუ 7 – შეტევაში ყოველთვის ექმნებოდა სივრცეები და დაცვაში თავისი ზონა არ დაუტოვებია. 22-ე წუთზე დე ხეამ გოლი არ გაატანინა.

დუგლას კოშტა შ.გ – 87-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

ლეონარდო ბონუჩი 7 – თამაშსზუსტად კითხულობდა და თანაგუნდელებს ხშირად აზღვევდა. განსაკუთრებით კანსელუს.

ჯორჯო კიელინი 7 – ასეთი ატმოსფერო კიდევ უფრო ადიდებს. ლუკაკუს არაფერი დაუთმო და უმეტესი დუელი მოუგო. პუნქტუალური იყო მაშინაც, როდესაც ბურთი მიწაზე იყო.

ალექს სანდრო 7 – პოზიტიური საღამო, რადგან მისი ფლანგიდან მცდელობების მიუხედავად საფრთხე არ ყოფილა.

ხუან კუადრადო 7 – ადამიანი, რომელიც დაცვაში 4-4-2 სქემას, ხოლო შეტევაში 4-3-3 სქემას ერგებოდა. კოლუმბიელი დიბალას გოლის დროს საჯარიმოში შეიჭრა და სწორედ მისი აქტიურობით გაიხსნა ანგარიში.

ანდრეა ბარძალი შ.გ – ბარძალიმ ბოლო 10 წუთი ითამაშა.

როდრიგო ბენტანკური 7 – პიანიჩთან ერთად შესანიშნავი იყო. ნახევარდაცვაში დომირიბედა. ერთადერთხელ შეცდა, როდესაც პოგბას დარტყმისთვის სივრცე დაუტოვა და „იუვე“ ძელმა იხსნა.

მირალემ პიანიჩი 7.5 – მაესტროს საღამო ჰქონდა.

ბლეზ მატუიდი 7 – ყველგან იყო, თანამემამულე პოგბასთან ბრძოლა მოუწია. აკონტროლებდა მარცხენა ფლანგსაც, სადაც იანგს თავისუფელაბა არ მისცა.

პაულო დიბალა 8 – მე-12 წუთზე თავით სცადა გატანა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა. მალე მაინც მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე მეათე გოლის გატანა. კიდევ ერთი 10 ნომერი, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ გაიტანა, როგორც დელ პიერომ, როდესაც “იუვემ“ ამ სტადიონზე პირველად მოიგო. და, შემდეგ 2011 წელს, ალექსმა გარი ნევილის გაცილების შეხვედრაში მანჩესტერში ფანებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ფედერიკო ბერნარდესკი შ.გ – 77-ე წუთიდან ითამაშა.

კრიშტიანუ რონალდუ 7.5 – კიდევ ერთხელ ითამაშა გუნდისთვის. მისი ჩაწოდებით დაიბადა დიბალას გოლიც. მისი პასით კანსელუს კარგი შანსი ჰქონდა, ხოლო მეორე ტაიმში დე ხეამ საოცარი დარტყა აუღო.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …