ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ამერიკელმა „იუვეს“ მაისურით მე-4 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 სერია A-ში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე მიითვალა.
„ვნახეთ, რომ „მილანმა“ და „ინტერმა“ ქულები დაკარგეს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი მუხტი მოგვცა. ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება. ჩემი სირბილის წყალობით ყოველთვის შემიძლია შეტევა იმ სირვცეებზე, რომელთა გამოყენება შეუძლია ყველა ჩვენს ნახევარმცველს.
გოლის აღნიშვნა? თითზე ელვისებური ტატუ მაქვს, ეს იყო ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი“, – თქვა მაკკენიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 27 იანვარს, იტალიის თასის მეოთხედფინალში „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.