მთავარი / სიახლეები / “მადლობა დირექტორო” – “იუვე” მაროტას დაემშვიდობა

“მადლობა დირექტორო” – “იუვე” მაროტას დაემშვიდობა

ჯუზეპე მაროტას „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ კონტრაქტი ოფიციალურად 25 ოქტომბერს ამოიწურა. შესაბამისად, უკვე დღეიდან მაროტას ტურინული თავგადასავალი დასრულდა.

„ბებერი ქალბატონი“ ბეპეს ოფიციალური განცხადებით დაემშვიდობა:

„2010 წლის 1 ივნისი იყო, როდესაც ჯუზეპე მაროტა დაინიშნა „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის პოსტზე. რამდენიმე კვირაში დაწინაურდა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი. ასე დაიწყო დაუვიწყარი ეპოქა.

მოგზაურობისას „იუვენტუსმა“ არამხოლოდ გამარჯვება დაიბრუნა, არამედ ზედიზედ შვიდჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ იტალიის თასი, სამჯერ იტალიის სუპერთასი. მაგრამ, განსაკუთრებით, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონეზე დაიბრუნა სახე და სამი წლის ინტერვალში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ხელმძღვანელობამ სხვა კუთხითაც განიცადა ევოლუცია: 2011 წელს გაიხსნა „ალიანც სთედიუმი“, შარშან დაარსდა „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა გამარჯვება და ჩამოყალიბდა „იუვენტუსის“ 23 წლამდე გუნდი, რომელიც პროფესიონალურ ფეხბურთში ასპარეზობს. ეს ყველა მომენტი დაკავშირებულია მაროტას სახელთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც მის გვერდით მჭიდროდ მუშაობდნენ. მადლობა ყველაფრისთვის დირექტორო!“, – ასეთი წერილით დაემშვიდობა „იუვე“ მაროტას.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …