მთავარი / სიახლეები / ლუკაკუ: “იუვენტუსი” საოცარი გუნდია”

ლუკაკუ: “იუვენტუსი” საოცარი გუნდია”

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა ახლოვდება. „წითელი ეშმაკების“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუც აღნიშნულ დაპირისპირების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „იუვე“ ძალიან ძლიერია.

მაგრამ ბელგიელი მიიჩნევს, რომ პირველ ადგილს ჯგუფში მისი გუნდი დაიკავებს:

„მათ შესანიშნავი პროექტი აქვთ და არასდროს ჩერდებიან. ყოველ წელს უფრო ძლიერები ხდებიან. ეჭვგარეშეა, რომ „იუვენტუსი“ მსოფლიოს 2-3 საუკეთესო გუნდში შედის, კარგი მწვრთნელი ჰყავს და საოცარი ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე.

კრიშტიანუ საუკეთესოა, მაგრამ ყურადღება სხვა ფეხბურთელებსაც უნდა მივაქციოთ. მაგალითად, დიბალას, დუგლას კოშტას… რონალდუ შესანიშნავი შენაძენია, რომლის კარიერა ნათლად ასახავს ყველაფერს.

მიუხედავად იმისა, რომ რთულ ჯგუფში ვართ, გვინდა, პირველ ადგილი დავიკავოთ. სერია A? – შესაძლოა, ერთ დღეს ვითამაშო კიდეც ამ ჩემპიონატში“, – განუცხადა ლუკაკუმ Gazzetta Dello Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „მანჩესტერს“ 23 ოქტომბერს, „ოლდ ტრაფორდზე“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …