მთავარი / სიახლეები / ლუიშ ფიგუ: “იუვენტუსის” შანსი გაიზარდა”

ლუიშ ფიგუ: “იუვენტუსის” შანსი გაიზარდა”

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ შანსი ჩემპიონთა ლიგაზე საგრძნობლად გაიზარდა.

ამის მიზეზი მისი თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ფიგუს თქმით, გოლების გარანტიაა:

„რა თქმა უნდა, „იუვენტუსს“ ახლა გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს. კრიშტიანუ გოლების გარანტიაა, რადგან მსოფლიოში საუკეთესოა. ბოლო წლებში „ბიანკონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე კრიშტიანუს გარეშე შორს წასვლა მოახერხა და წელს მასთან ერთად მეტი შანსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. ვიმედოვნებ, მისი გამოცდილება იტალიურ ფეხბურთსაც გამოადგება“, – აღნიშნა ფიგუმ.

შემთხვევითი სიახლე

პარატიჩი ლისაბონში ორ ფეხბურთელს დააკვირდება

ტურინის „იუვენტუსის“ სპოტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაფრინდა. ბუნებრივია, დასასვენებლად არა – სამუშაოდ. …