მთავარი / სიახლეები / ლუიჯი დელ ნერი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზადაა”

ლუიჯი დელ ნერი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზადაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ სიძლიერე გუნდის ორგანიზაციაშია. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის უკვე მზადაა:

„ტურინში დიდი ფეხბურთელების გარდა, ხელმძღვანელობა და სტაფიც აღსანიშნავია, რომლებიც გუნდს სრულყოფილად მართავენ. მათი ძალა სწორედ ორგანიზაციაშია, ყოველთვის გამორჩეული სურვილი აქვთ და არასდროს ნებდებიან. პროგრამირებისა და მენტალიტეტის გარდა, ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, როგორიც რონალდუა გამოსარჩევია. „იუვენტუსი“ მზადაა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“, – განაცხადა დელ ნერიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლუიჯი დელ ნერი „იუვენტუსს“ 2010-2011 წლების სეზონში წვრთნიდა.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …