მთავარი / სიახლეები / ლუჩესკუ: “მოედანზე მე და პირლო არ გავდივართ”

ლუჩესკუ: “მოედანზე მე და პირლო არ გავდივართ”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამოს“ სტუმრად დაუპირისპირდება. უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემი 30-წლიანი გამოცდილება პირლოს გამოუცდელობის წინააღმდეგ? მე და ის მოედანზე არ გავდივართ, ფეხბურთელები იქნებიან მინდორზე, რომლებიც ცდილობენ პრაქტიკაში გამოიყენონ ის, რაც ისწავლე ამ მოკლე დროში, რაც თამაშისთვის მოსამზადებლად გვქონდა.

პირლოსთან ერთად არის ბარინიო, რომელიც ასევე ჩემი მოთამაშე იყო. მე ვიყავი ის მწვრთნელი, რომელმაც დებიუტის შესაძლებლობა მივეცი. პირლოს მივულოცე, მაგრამ ასევე ვუთხარი, რომ ძალიან რთული მოგზაურობა დაიწყო. ჭკვიანი უნდა იყოს და უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა გადალახოს რთული მომენტები. ის ყოველდღე სწავლობს და შეუძლია იმედი ჰქონდეს გუნდის, რადგან მას უკან დიდი გუნდი ჰყავს.

კრიშტიანუ რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ცვლილებების შეტანა თამაში. რა თქმა უნდა, მასთან ერთად „იუვენტუსი“ უფრო ძლიერია.

„იუვენტუსს“ შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენოს, რადგან ბევრი გამოცდილი და ხარისხიანი მოთამაშე ჰყავთ. შეუძლია შეტევის ვარიანტში 4-4-2 ან 3-4-2-1 სქემით თამაში. მაგრამ მთავარი მოთამაშეთა მოტივაცია და დისციპლინაა და არა ტაქტიკა. ასეთ დონეზე მწვრთნელი უნდა მოერგოს გუნდში მყოფი ფეხბურთელების თვისებებს“, – თქვა ლუჩესკუმ.

შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …