ტურინის იუვენტუსის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ბებერი ქალბატონის ტრანსფერული ამბების შესახებ.
ლუჩანო მოჯის მიაჩნია, რომ არტურ მელოსა და მირალემ პიანიჩის ბარტერი შესაძლოა განხორციელდეს, მაგრამ არ უნდა ველოდოთ სხვა დიდ ხმაურიან ტრანსფერებს.
”არტური შეიძლება ჩავიდეს ტურინში პიანიჩის ნაცვლად, მაგრამ არ უნდა ველოდოთ გახმაურებულ შესყიდვებს. ყველა ფიქრობს საკუთარ ბიუჯეტზე, რადგან კლუბები დარჩენილები იყვნენ შემოსავლის გარეშე.” – განაცხადა მოჯიმ.
იტალიელი ასევე შეეხო გონსალო იგუაინის თემას, რომლის გადაბირებითაც რივერ პლეიტი იყო დაინტერესებული.
“მთავარი პრობლემა ის არის, სურს თუ არა იგუაინს დარჩენა იუვენტუსში, რადგან მისი კონტრაქტი იწურება მომავალ წელს. რივერ პლეიტმა ვერ შეძლო მოლაპარაკება იუვენტუსთან იგუანის ტრანსფერის შესახებ, რადგან კლუბს არ შეუძლია ფეხბურთელის ხელფასის გადახდა.
მე მჯერა, რომ იუვემ უნდა შეინარჩუნოს გონსალო და გაანთავისუფლოს იგი კონტრაქტის დასრულებისთანავე, და ის კლუბში უნდა ჩანაცვლდეს სხვა თავისუფალი აგენტით, მაგალითად მილიკით.
მე მჯერა, რომ კიდევ ერთი კარგი ცხრიანის შეძენა რთული იქნება, რადგან კლუბში რონალდუ და დიბალა თამაშობს, რომლების მონოპოლიზაციას ახდენენ.” – განაცხადა ლუჩანო მოჯიმ.