ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ დღეს „ბოლონიასთან“ ძალიან რთული მატჩი ელოდება.
„დღეს „იუვენტუსს“ ბოლონიაში ძალიან რთული მატჩი ექნება, აუცილებლად უნდა გაიტონოს გოლი და გაიმარჯვოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეები მიუახლოვდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ „ინტერს“ „იუვენტუსთან“ სათამაშო აღარ აქვს, ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს და „სამპდორიასთან“ გამარჯვებით დამტკიცდა“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბოლონია“ – „იუვენტუსის“ მატჩი დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.