ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „ბოლონიასთან“ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა.
ლიპი განსაკუთრებით აღფრთოვანებული ფედერიკო ბერნარდესკის თამაშით დარჩა.
„იუვეს“ კარგი თამაში ჰქონდა ბოლონიაში, ფეხბურთელებმა მაღალი ხარისხი აჩვენეს. გამაგიჟებელი იყო ბერნარდესკი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და დიბალას საოცარი პასი გაუკეთა. არგენტინელის მოძრაობა და დარტყმაც არაჩვეულებრივი იყო. „იუვეს“ ჰქონდა ცუდი მატჩები, მაგალითად იტალიის თასზე, მაგრამ ისეთ სახიფათო მეტოქესთან, როგორიც „ბოლონიაა“, გამართულად ითამაშა“, – თქვა ლიპიმ.