ტურინის „იუვენტუსი“ „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს 7 აგვისტოს გამართავს.
ინფორმაცია „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა:
„ვიცით, რომ მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება, მაგრამ თუ ლიგა 1 არ განახლდა და სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ჩვენ და პსჟ წამგებიან პოზიციაში ვიქნებით“, – თქვა ოლამ.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება და „იუვეს“ პირველი თამაში 0:1 აქვს წაგებული.