ფრანგულმა „ლიონმა“ „იუვენტუსს“ კორონავირუსით შექმნილ ვითარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც მეორე ფეხბურთელი (ბლეზ მატუიდი) დაინფიცირდა, „ლიონმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ოლიმპიკ ლიონი“ გიგზავნით მხარდაჭერას და სოლიდარობას მათ, ვისაც გიყვართ „იუვენტუსი“ და ზოგადად იტალიელი მეგობრები. მალე შევხვდებით“, – წერია „ლიონის“ ტვიტერში.
ფრანგები უპასუხოდ არც „იუვეს“ დაუტოვებია:
„Merci (მადლობა ფრანგულად). მალე შევხვდებით, შესანიშნავი თამაში იქნება და მოუთმენლად ველოდებით“.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „იუვენტუსის“ მეტოქეა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და პირველი მატჩი საფრანგეთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. როდის გაიმართება საპასუხო შეხვედრა ჯერ უცნობია.
Merci @OL 🙏🏻 Ci vediamo presto. Sarà una grande partita e non vediamo l’ora! 🤝 #DistantiMaUniti https://t.co/YJLemvLkov
— JuventusFC (@juventusfc) March 17, 2020