ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ნიკოლა ლეგროტალიემ განაცხადა, რომ კლაუდიო რანიერის ჯორჯო კიელინის დაცვის ცენტრში თამაში მან ურჩია.
მოგეხსენებათ, კიელინი კარიერის დასაწყისში მარცხენა მცველი იყო და ცენტრში 2007-2008 წლების სეზონიდან მოყოლებული თამაშობს.
„სერია B-ში ვთამაშობდით, არ ვიცი, ამხანაგური მატჩი იყო თუ ოფიციალური, დეშამი ცდილობდა მის ცენტრში გადაწევას. მაშინ მივხვდი, რომ ამ პოზიციაზე მომავალი ჰქონდა. ერთხელაც ვუთხარი, რომ დაცვის ცენტრში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა.
დიახ, რანიერის დროს მოხდა მისი საბოლოო ევოლუცია, მაგრამ ასე მარტივად არ ყოფილა. ცენტრში ანდრადე და კრიშიტო თამაშობდნენ, ერთ-ერთი მატჩის წინ ისინი ტრავმირებულები იყვნენ. მივედი რანიერისთან და ვურჩიე, რომ კიელინი ცენტრში ჩემთვის შეეწყვილებინა. რანიერიც ენდო და კიელომ არაჩვეულებრივად ითამაშა. კარგად ვიყავით ინტეგრირებულლი. ის ართმევებზე თამაშობდა, მე ბურთს ვათამაშებდი.
სარი? როგორ უნდა ვთქვათ, რომ ცუდად მუშაობს, როცა გუნდი პირველ ადგილზე, ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის თასზეა? თავიდან სირთულეები ჰქონდა, რაც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე ტაქტიკური ვარიაციის შემდეგ. მაგრამ მისი კრიტიკა არასწორია, ყველა ჩვენგანმა სარისგან რაღაც უნდა ვისწავლოთ“, – თქვა ლეგროტალიემ.