მთავარი / სიახლეები / ლეგროტალიე: “იუვეს” მენტალიტეტი ნათელია”

ლეგროტალიე: “იუვეს” მენტალიტეტი ნათელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ნიკოლა ლეგროტალიემ იტალიურ მედიასთან „ბებერი ქალბატონისა“ და ცალკეული პიროვნებების შესახებ ისაუბრა.

ნიკოლას აზრით, „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ გუნდი ჯუზეპე მაროტამ დატოვა და არა ფაბიო პარატიჩიმ:

ჩემპიონთა ლიგა – „იუვენტუსში“ კონკურენცია გამარჯვებისთვისაა და ყოველ წელს ასეა. ნორმალურია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამო ფეხბურთელებზე ზეწოლაა. თუმცა, პოტენციალი ნამდვილად არსებობს“.

მაროტა – „იუვეს“ მენტალიტეტი ნათელია, კოლექტიურობა ყველაფერზე მაღლა დგას. ეს უკვე მოხდა დელ პიეროს, ბუფონის და ახლა მაროტას შემთხვევაში. თუმცა ის მიკვირს, რომ პარატიჩი დარჩა და მაროტა არა“.

ბონუჩი – „არ შემიძლია მსჯელობა, რადგან არ ვიცი დეტალები. შეცდომა დაუშვა და აღიარა. ეს მნიშვნელოვანია“.

ბერნარდესკი – „ძალიან გაიზარდა. უფრო თვითდაჯერებული და კონცენტრირებული გახდა. „იუვეს“ მსგავს გუნდში შეუძლებელია ვერ გაიზარდო“.

შემთხვევითი სიახლე

ბენატია ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“ მეჰდი ბენატია გამოაკლდა. „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩისთვის ემზადება და …