ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში რომის „ლაციოსთან“ პრაქტიკულად მოგებული თამაში ვერ მოიგო და ბოლო წამზე გაშვებული გოლის გამო ფრეს დასჯერდა (1:1). მატჩის ანტიგმირი პაულო დიბალა გახდა და ყველაზე დაბალი შეფასებაც მან დაიმსახურა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩენი 6.5 – ყოველთვის კარგად იცავდა კარს და თავდაჯერებულად თამაშობდა. ამ თავდაჯერებას დაცვასაც გადასცემდა.
კუადრადო 7 – პლუს ერთი ფეხბურთელია გუნდისთვის ამ მომენტში, რადგან კარგ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მორიგი საგოლე პასი გააკეთა.
დემირალი 6 – მურიქისთან დუელი მისი გამარჯვებით დასრულდა. არც კაისედოსთან შეცვლილა ისტორია, მაგრამ კორეას შეჩერება გაუჭირდა.
ბონუჩი 5.5 – დაცვას შესანიშნავად ხელმძღვანელობდა, მაგრამ ბოლოს კაისედო გაექცა და მის იდეალურ თამაშს ამით ხაზი გადაუსვა.
დანილო 6.5 – კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაში. ერთი წლის შემდეგ ის გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენია.
კულუშევსკი 6.5 – ხანდახან თამაშიდან გამოითიშული იყო, მაგრამ, როდესაც ასე არ იყო, ხიფათს ქმნიდა.
მაკკენი შ.გ – მან ბოლო 15 წუთი ითამაშა.
ბენტანკური 5.5 – კუადრადოს გოლის დროს შესანიშნავი პასი გაუკეთა, მაგრამ „ლაციოს“ გოლში მისი წვლილიცაა, რადგან კორეამ ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.
რაბიო 6.5 – ნახევარდაცვის სადავეები მუდმივად მას ეჭირა და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა.
ფრაბოტა 6 – მისი ძირითადში გამოჩენა სიურპრიზი იყო, ჩვეულებრივზე უფრო წინ თამაშობს და საშინაო დავალება კარგად შეასრულა.
მორატა 6 – ამჯერად ნაკლებად დამაჯერებელი იყო, თუმცა ეს არ ცვლის მის ბოლო ვარსკვლავურ პერიოდს.
ბერნარდესკი შ.გ – ის მოედანზე ძალიან ცოტა ხანი იყო.
რონალდუ 7 – გოლი და ძელი, როდესაც რეინას შანსი არ ჰქონდა. პირველ ტაიმში აბსოლუტური დომინანტი იყო და ერთ გოლზე მეტს იმსახურებდა.
დიბალა 5 – ის ბურთს კარგავს ცუდი გაკონტროლების გამო, რითაც „ლაციოს“ საგოლე შეტევა დაიწყო მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე.
პირლო 6 – „ლაციოს“ უჭირდა, მაგრამ დამაჯერებლად „იუვემ“ ერთადერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომ თამაშის ინტრიგა ვერ მოკლა პირველივე ტაიმში. ცვლილებებმა გუნდის თამაშის ხარისხი ძალიან შემცირდა.