მთავარი / სიახლეები / La Stampa: ხელფასების შემცირების გამო რაბიომ ტურინში დაბრუნებაზე უარი განაცხადა
La Stampa: ხელფასების შემცირების გამო რაბიომ ტურინში დაბრუნებაზე უარი განაცხადა

La Stampa: ხელფასების შემცირების გამო რაბიომ ტურინში დაბრუნებაზე უარი განაცხადა

ცნობილი გახდა, თუ რატომ ამბობს უარს იუვენტუსის ნახევარმცველი ადრიენ რაბიო იტალიაში დაბრუნებაზე.

რაბიო აპროტესტებს კლუბში ხელფასის შემცირებას, რომელსაც ფეხბურთელები დაეთანხმნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe ინფორმაციას La Stampa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მტკიცდება, რომ რაბიომ არ უპასუხა იუვენტუსის პირველ ზარს ტურინში დაბრუნების საჭიროების შესახებ, შემდეგ, კი ჩაფრენაზე უარი თქვა.

იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსის ფეხბურთელებმა უკვე განაახლეს ინდივიდუალური ვარჯიშები, რაბიო საფრანგეთში იმყოფება და კლუბს განუცხადა, რომ ის სამშობლოში დარჩება რაც შეიძლება დიდხანს.

ტურინში აღშფოთდნენ რაბიოს არაპროფესიონალიზმით. კლუბში თვლიან, რომ ის დედის, აგენტის ვერონიკა რაბიოს რჩევას მიჰყვება, რომელსაც სურს, მისი ვაჟი პრემიერ ლიგაში თამაშობდეს.

ადრიენ რაბიო და გონსალო იგუაინი იუვენტუსის ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ჯერ არ დაბრუნებულან იტალიაში. თუმცა, არგენტინელმა მიიღო კლუბისგან ამის ნებართვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …