ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი ნახევარმცველის დეიან კულუშევსკის უგოლო სერია შეწყდა. შვედმა „ჯენოასთან“ მატჩის მეოთხე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სერია A-ს შეხვედრაში მან კარში 2021 წელს პირველად დაარტყა. უცნაურია, მაგრამ ასეა. ბოლოს კარის ჩარჩოში 2020 წლის19 დეკემბერს, „პარმას“წინააღმდეგ ჰქონდა დარტყმილი და მაშინაც გოლი გაიტანა.
მთლიანობაში კონკრეტულად სერია A-ში დეიანმა მიმდინარე სეზონში კარის ჩარჩოში სულ რაღაც ექვსჯერ დაარტყა და რეალიზაცია ძალიან კარგი აქვს – 4 გოლი.
გარდა ამისა, მას 2 გოლი იტალიის თასზეც აქვს გატანილი.