ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ „სასუოლოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, რომელიც თამაშში აქტიურად ჩაერთო, უკეთ თამაშიც შეეძლო.
„როდესაც მოედანზე შევედი, თავში მხოლოდ ერთი ფიქრი მქონდა: თამაშის მოგება. ეს გავაკეთეთ, შემეძლო უკეთ მეთამაშა, მაგრამ გავიმარჯვეთ და ერთადერთია, რასაც აზრი აქვს. მომწონს კართან ახლოს თამაში და თანაგუნდელებთან პასების გაცვლა. ვფიქრობ, რომ კარგად შემიძლია იმ პოზიციაზე თამაში, რომელზეც ამჯერად ვითამაშე.
იბრაჰიმოვიჩი? როდესაც ის მაქებს, უფრო მეტი მონდომებით ვვარჯიშობ. იმედია, ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე ერთად ვითამაშებთ“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის თასის მერვედფინალში „ჯენოას“ წინააღმდეგ 13 იანვარს გამართავს.