ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ ყოფილ გუნდთან, „პარმასთან“ თავი გამოიჩინა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა. შვედმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ პარმაში დაბრუნებით, ეს სტადიონი მიყვარს. როდესაც თამაშობ, უნდა გაერთო და ჩვენს შორის დიდი ურთიერთგაგებაა. მნიშვნელოვანია, რომ თანაგუნდელების მოძრაობას დააკვირდე პოზიციების შესაცვლელად, რათა უკეთ დაეხმარო.
ძალიან მომწონს ასე თამაში, მინდა კიდევ უფრო მოვუმატო და გუნდს უფრო მეტად დავეხმარო. მწვრთნელი მოედანზე დიდ თავისუფლებას მაძლევს და ეს მეხმარება. გოლი? როდესაც ვთამაშობ, ყოველთვის ვფიქრობ გოლებზე, მინდა გატანა და როცა ვახერხებ, ბედნიერი ვარ“, – განაცხადა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინასთან“ გამართავს და 2020 წელს დაასრულებს.