ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ Sky Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად კარგ ფორმაში იმყოფება. შვედ ფეხბურთელს სურს, რომ მუშაობა გააგრძელოს და სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.
„ბოლო დროს თავს უკეთესად ვგრძნობ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. კარგად ვარ, გოლებს ვიტან, საგოლე პასებს ვაკეთებ და რამდენიმე თამაში მოვიგეთ.
გოლი მარჯვენა გოლით გავიტანე? არ მესმის რატომ ამახვილებენ ჩემს მარჯვენაზე ყურადღებას, რადგან ამ ფეხით ბევრი გოლი მაქვს გატანილი. ბოლო დროს მარჯვენა ფეხზე უფრო მეტს ვვარჯიშობ. თუმცა, მომწონს ორივე ფეხის გამოყენება, რადგან ამარტივებს გოლების გატანას, როგორც ეს „სპალთან“ მოვახერხე.
ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ასე გავაგრძელო, კიდევ უფრო უნდა ვიმუშაო, რომ სრულყოფილ ფორმაში ვიყო, რადგან ეს ის მომენტია, როდესაც სეზონის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იწყება. მომდევნო რამდენიმე თვე მინდა საუკეთესო ფორმაში ვიყო და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო.
აქამდე ძალიან არასტაბილური მომენტები გვქონდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა. ზოგჯერ ყველაფერი კარგადაა, ზოგჯერ სირთულეებია. ვაგრძელებ მუშაობას და ვცდილობ მაქსიმალურად მშვიდი ვიყო, ზედმეტი წნეხის გარეშე.
ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ, რადგან ჩემთვის პირველი იქნება. ცოტათი დაღლილიც ვიქნები, როგორც ყველა, მაგრამ მზად შევხვდებით. კარგი ნაკრები გვაყვს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ველოდები. მზად ვიქნები“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დეიან კულუშევსკიმ „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.