მთავარი / სიახლეები / კულუსევსკი “პარმაში” სეზონის ბოლომდე დარჩება

კულუსევსკი “პარმაში” სეზონის ბოლომდე დარჩება

ტურინის „იუვენტუსი“ დეიან კულუსევსკის „პარმაში“ სეზონის ბოლომდე დატოვებს. თავდაპირველი კონტრაქტით შვედი „იუვეს“ 1 ივლისს უნდა შეერთდებოდა, მაგრამ კორონავირუსის გამო სიტუცია შეიცვალა.

კულუსევსკი სეზონს „პარმაში“ ჩაამთავრებს და შემდეგ გადაბარგდება ტურინში. მოგეხსენებათ, „იუვენტუსმა“ კულუსევსკი იანვარში შეიძინა.

გარდა ამისა, სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ საიჯარო კონტრაქტები ლუკა პელეგრინის („კალიარი“), მატია პერინსა და კრისტიან რომეროს (ორივე „ჯენოა“).

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …