ტურინის „იუვენტუსმა“ შვედი შემტევი დეიან კულუსევსკი წარადგინა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში იყიდა, მაგრამ სეზონის ბოლომდე იჯარით „პარმაში“ ჰყავდა განათხოვრებული. კულუსევსკის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე ბენიდერი ადამიანია.
„გამიმართლა, რომ აქ ვარ, ამ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში და მოუთმენლად ველოდები ჩემი საუკეთესო თვისებებით გუნდის დახმარებას.
აქ მოვედი განვითარებისთვის, როგორც მოედანზე, ისე მის გარეშე. ჩემზე მეტი მოლოდინი ჩემს მიმართ არავის აქვს. ყოველდღე მინდა უფრო ძლიერი გავხდე, ყოველთვის გამარჯვება მსურს გავახარო თანაგუნდელები და ქალაქი. „იუვეში“ 100%-ით უნდა დაიხარჯო ყველა ვარჯიშზე და მხოლოდ მუდმივად განვითარებაზე უნდა იზრუნო.
კრიშტიანუ რონალდუ ფანტასტიკურია, გამიმართა, რომ მასთა ერთად ვითამაშე და იმედი მაქვს, ბევრი რამის სწავლას მოვახერხებ. ის ძალიან ძალიან კარგია, ხშირად ვსაუბრობთ და იმედია მოედანზე დავეხმარები. მისი კომპლიმენტები ჩემთვის საწვავივითაა. პირლო? პატივია, რომ მისი შეგირდი იყო, ძალიან მეხმარება და უამრავ პატარა რჩევას მაძლევს, რომელიც გამომადგება.
„სამპდორიასთან“ მნიშვნელოვან თამაშია, როგორც იქნა ვითამაშებთ! თუ მწვრთნელი თამაშის შანსს მომცემს,მზად ვარ. მოუთმენლად ველოდები. არ მაქვს გამორჩეული პოზიცია მოედანზე, წლების განმავლობაში ბევრ პოზიციაზე ვთამაშობდი და ამას მწვრთნელი გადაწყვეტს“, – თქვა კულუსევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 20 სექტემბერს, გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.