მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ”

კუადრადო: “საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „მანჩესტერთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელის აზრით, გუნდმა საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გაზარდოს.

„ასეთ სტადიონზე გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, ასეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „მანჩესტერია. ძალიან პოზიტიური თამაში ჩავატარეთ დაცვაში და შემტევები მეტოქეს ყოველთვის პრობლემებს უქმნიდნენ. მეტის გატანაც შეგვეძლო და საგოლე მომენტების გამოყენების კუთხით უნდა მოვუმატოთ. უბრალოდ, უფრო მეტად კონცენტრაციაა საჭირო“, – აღნიშნა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე სამივე თამაში მოიგო, 9 ქულა აქვს და ჯგუფიდან თითქმის გასულია. „ბებერი სინიორა“ ამ ტურნირზე მომდევნო მატჩს ორი კვირის შემდეგ ისევ „მანჩესტერთან“, ოღონდ ტურინში ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …