მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “იმედია, ხელფასებით დაკლებით სხვებს მაგალითი მივეცით”

კუადრადო: “იმედია, ხელფასებით დაკლებით სხვებს მაგალითი მივეცით”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ხუან კუადრადო იმედოვნებს, რომ ხელფასების დაკლება სხვა გუნდის მოთამაშეებისთვის სამაგალითო იქნება.

„კაპიტანი (კიელინი) ხელმძღვანელობას ესაუბრა და შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა, ჩატში ვისაუბრეთ და განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები. იმედი გვაქვს, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი იქნება. ნორმალურია, რომ ასეთ რთულ მომენტში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

დიახ, მე ტურინში დავრჩი და ბედნიერი ვარ, რომ ამდენ დროს შვილებთან და ოჯახთან ერთად ვატარებ“, – განაცხადა კუადრადომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …