მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “ჩვენს წინააღმდეგ ყველა ბოლომდე იხარჯება”

კუადრადო: “ჩვენს წინააღმდეგ ყველა ბოლომდე იხარჯება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „კალიარისთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომელმაც გოლიც გაიტანა, კმაყოფილი დარჩა მოპოვებული 3 ქულით.

„ვიცით, რომ სერია A-ში ყოველთვის მაქსიმუმით უნდა ვითამაშოთ, რადგან ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა ყველას სურს და ბოლომდე იხარჯებიან. თუმცა, კმაყოფილი ვარ: სამი ქულა მოვიპოვეთ და ეს მთავარია.

ყველა თამაშიდან რაც შეიძლება მეტი გვსურს. ვიცით, რომ ამ გზაზე სამუშაო გვაქვს, თუ ასე გაგრძელება გვსურს“, – აღნიშნა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას 31 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს 6 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

პლატინი: “იუვენტუსში” არ დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული …

ემრე ჯანი: “კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არ დავნებდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას …