მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუს მეორე დუბლი

კრიშტიანუს მეორე დუბლი

„იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში „იუვენტუსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს სამი ქულისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწია და ბევრიც ინერვიულა.

აუტსაიდერმა „ემპოლიმ“ „ბებერ ქალბატონს“ შესანიშნავი და აგრესიული თამაში დაუპირისპირა. შედეგად, ტოსკანელებმა დიდი ხნის განმავლობაში ანრვიულეს მეტოქე და ბოლო წუთამდე არაფერი დაუთმიათ. 28-ე წუთზე კი, მასპინძელთა სწრაფი და გააზრებული კონტრშეტევა კაპუტოს უზადო დარტყმით დასრულდა და ანგარიშიც გაიხსნა.

„იუვემ“ პირველ ტაიმში ვერაფერი შეცვალა, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად დაიწყო შეტევაში მოქმედება. ტაიმის დასაწყისში პაულო დიბალამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გოლად აქცია. „იუვენტუსმა“ მოსაგებად გაიწია. თუმცა, ეს არ ყოფილა სეზონის საუკეთესო თამაში და ტურინელებს ხიფათის შექმნა ძალიან უჭირდათ. საპასუხოდ, „ემპოლი“ სცდლობდა კონტრშეტევებზე ბედის ძიებას, თუმცა ტურინელები დაცვაში არ სცოდავდნენ.

70-ე წუთზე გამარჯვების გოლი გავიდა. ყველაფერი ინდივიდუალურმა ოსტატობა გადაწყვიტა. რონალდუმ საჯარიმოს მისადგომებთან გაისწორა ბურთი და მეტოქის კარსი ცხრიანში შეაგდო. ეს პორტუგალიელის მეორე დუბლია“იუვეს“ მაისურით.

„იუვენტუსს“ კი 28 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე დამაჯერებლად იმყოფება.

„ემპოლი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:0)

ემპოლი, „კარლო კასტელანი“

„ემპოლი“ (4-3-2-1): პროვედელი; დი ლორენცო, სილვესტრე, მაიეტა, ანტონელი (პასკუალი 69); აკქუა, ბენასერი, კრუნიჩი; ტრაორე (ლა გუმინა 82), ზაიჩი (სალიჰ უჩანი 75); კაპუტო

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (ბარძალი 90), ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (დუგლას კოშტა 80), მატუიდი; ბერნარდესკი (კუადრადო 66), დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 კაპუტო (28), 1:1 რონალდუ (54, პენ), 1:2 რონალდუ (70)

გაფრთხილება: ტრაორე (58), სალიჰ უჩანი (90) – ბერნარდესკი (43), ბენტანკური (45), დიბალა (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 6:10 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …