მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ: “მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ”

კრიშტიანუ: “მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ”

მასიმილიანო ალეგრიმ „ოლდ ტრაფორდის“ საპრესკონფერენციო დარბაზში კრიშტიანუ რონალდუ იახლა. პორტუგალიელისთვის „ოცნების თეატრი“ ნაცნობი ადგილია. იქ ხომ, 6 წელი გაატარა.

პორტუგალიელმა ჟურნალისტების კითხვებზე შემდეგი პასუხები გასცა:

„ინდივიდიუალური ჯილდოების მოგებით შეპყრობილი არ ვარ. მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ „იუვენტუსზე“ – ფანტასტიკური გუნდია.

არ მინდა „რეალისა“ და „იუვეს“ შედარება, ორივე საოცარი გუნდია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ვარ. „მანჩესტერისა“ და „რეალის“ შემდეგ „იუვე“ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია.

ხვალ რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვიცით. „მანჩესტერი“ ძლიერი გუნდია გამოცდილი მწვრთნელით. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ველოდები, რომ ხვალ საღამოს „იუვენტუსი“ გაიმარჯვებს. ეს ძალიან დაგვეხმარება ჯგუფიდან გასვლის კუთხით.

ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება? – არა, ჩვენ უკვე ჩავატარეთ ორი თამაში და მნიშვნელობა არ აქვს, ვიყავი თუ არა მოედანზე. ფაქტია, 6 ქულა გვაქვს, კარგ პოზიციაში ვიმყოფებით და თუ ხვალ გავიმარჯვებთ, ჯგუფიდან პრაქტიკულად გავალთ.

მანჩესტერში დაბრუნება ემოციურია, ამ ადგილთან ბევრი დიდებული მოგონება მაკავშირებს, გამარჯვებები და სითბო. განსაკუთრებით ალექს ფერგიუსონისგან, რომელსაც დიდ სალამს ვუგზავნი. ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა.

„იუვეში“ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ყველა, თანაგუნდელებიდან უბრალო ადამიანებით დასრულებული, ყველა მეხმარება. ვიცი, რომ მაგალითი ვარ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ყველაფერი მაქვს, ვთამაშობ შესანიშნავ გუნდში და ულამაზესი ოჯახი მყავს. მაიორგა? – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საბოლოოდ სიმართლე გაირკვევა“, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „იუვეს“ შეხვედრა 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ტაკონი: “ფულზე უარი ვთქვი და “იუვენტუსში” დავრჩი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი (1983-1992) ლეგენდარულ კოლეგა ჯანლუიჯი ბუფონს კარიერის დასრულებას ურჩევს. მისი …