მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ: “მანჩესტერს” 3 ქულისთვის არაფერი გაუკეთებია”

კრიშტიანუ: “მანჩესტერს” 3 ქულისთვის არაფერი გაუკეთებია”

კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერთან” (1:2) მარცხის შემდეგ ისაუბრა. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით მეტოქეს გამარჯვება არ დაუმსახურებია. “იუვენტუსი” კი ჯგუფურ ეტაპზე მაინც პირველ ადგილზე გავა.

„ეს არის ტურნირი, რომელიც შეიძლება მოიგო, მაგრამ ვერასდროს დაისვენებ. 90 წუთის განმავლობაში დიდი უპირატესობა გვქონდა, ბევრი საგოლე შანსით და შეგვეძლო თამაში ბევრად ადრე დაგვესრულებინა.

„იუნაიტედს“ არაფერი გაუკეთებია გამარჯვების დასამსახურებლად, უბრალოდ გაუმართლა. წაგება კარგი არასდროსაა, თუმცა თუ ეს უნდა მომხდარიყო, მაშინ საუკეთესო დროს მოხდა. გუნდმა კარგად ითამაშა, თავი მაღლაუნდა ავწიოთ. პირველ ადგილზე ვართ და ბოლოს ისევ პირველ პოზიციაზე ვიქნებით“, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 9 ქულა აქვს და ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა „იუვე“ ისევ შინ ჩაატარებს, ამჯერად „ვალენსიასთან“.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …