ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და „იუვენტუსის“ შესახებაც ისაუბრა.
კრესპოს განცხადებით, „იუვეს“ გუნდური თამაში არ აქვს და ფიქრობს, რომ მომდევნო სეზონი ტურინული გუნდისთვის უკეთესი იქნება.
„სერია A ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და იმედი მაქვს, რომ განახლდება. სარის „იუვე“? ამდენი წლის შემდეგ ის ცდილობს შეცვალოს გუნდის სათამაშო ფილოსოფია, დღეს მას ჰყავს შესანიშნავი ინდივიდუალისტები, მაგრამ გუნდური თამაში არ აქვს. ჩემი აზრით, მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება, რადგან გუნდი ფეხბურთელებზე არჩევანს სარის სურვილით გააკეთებს“, – განაცხადა კრესპომ.