კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კოშტიანიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ეჭვიანობის გამო არ უყვართ.
კოშტინია ბედნიერია რონალდუს წარმატებით, რომელსაც კარიერის დასაწყისშივე საუკეთესო ფეხბურთელობა სურდა.
„თავიდანვე ნათელი იყო, რომ საუკეთესოობა სურდა და ამისთვის ბევრს მუშაობდა. ვეტერანებს პატივს სცემდა, რჩევებს ეკითხებოდა, როგორ განვითარებულიყო. მისი ხასიათი ასეთია, ბრაზდება, როდესაც ისე ვერ ვარჯიშობს, როგორც საჭიროა.
ფერგიუსონმა მას ასწავლა შესაბამისად დროს პასის გაკეთება და დრიბლინგის განხორციელება. შეუძლებელია რონალდუ არ გიყვარდეს თუ შურიანი არ ხარ, ერთი მომენტიც საკმარისია, რომ გოლი გაიტანოს. თავმდაბალი ბიჭია და მისი წარმატებით ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა კოშტინიამ.