ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და 2020-2021 წლების სეზონის პირველი ნაწილის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა 2020 წლის 31 დეკემბრისთვის.
კორონავირუსმა „ბებერმა ქალბატონზეც“ იმოქმედა და ფინანსური ზარალი უდიდესია – წინა წელთან შედარებით 113.7 მილიონი ევრო. 2019 წლის იმავე პერიოდსთვის გუნდის შემოსავლები 322.3 მილიონ ევროს უტოლდებოდა, ხოლო 20220 დეკემბერში მხოლოდ 258.3 მილიონი ევრო აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ამაში კორონავირუსის გავლენა უდიდესია. „ალიანც სთედიუმზე“ გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია და ბილეთების ვერგაყიდვის გამო „იუვეს“ შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, იმის მიუხედავად, რომ ოდნავ გაიზარდა სატელევიზიო უფლებების გაყიდვით შემოსული თანხა.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ ერთადერთი ევროპული გრანდი არ არის, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ ფინანსური კრიზისი დაატყო და თითქმის ყველა კლუბში ვარდნაა. ასეთ ფონზე კი ცხადია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში სასურველი და მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება თუ გუნდმა სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები არ გაყიდა.