მთავარი / სიახლეები / სერია A / კონტე: “იუვესთან” მატჩი გვაჩვენებს რა დონეზე ვართ”

კონტე: “იუვესთან” მატჩი გვაჩვენებს რა დონეზე ვართ”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალიასტის აზრით, „იუვე“ იტალიაში ისევ ყველაზე ძლიერია და მისი დამარცხებით არის მხოლოდ შესაძლებელი გაიგონ, რა დონეზე იმყოფება „ინტერი“.

„ეს იქნება მატჩი გუნდებს შორის, რომელთაც აქვთ ამბიცია, რომ რაიმე მნიშვნელოვანის მისაღწევად იბრძოლონ. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. „იუვენტუსმა“ ჩვენთვის და ყველასთვის უნდა წარმოადგინოს გარკვეული ნიშნული, რადგან ის ბოლო წლებში იტალიაში დომინირებს და თუ გუნდს სურს გაიგოს, რა დონეზეა, ის უნდა დაამარცხოს.

არ მინდა ფავორიტ გუნდებზე საუბარი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ გუნდს, რომელმაც ბოლო 9 სკუდეტო მოიგო. შარშან ქულების რაოდენობით მცირედით ჩამოვრჩით და იმედი გვაქვს, რომ წელსაც ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ჩემი აზრით, იტალიაში არცერთ გუნდს არ შეუძლია თქვას, რომ „იუვენტუსის“ დონეზეა. 9 წელია ჩემპიონები ხდებიან, ყოველთვის ახერხებდნენ გუნდის განახლებას და გაახალგაზრდავებას. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებდა და ბოლოს კიეზა, მორატა, მაკკენი და კულუშევსკი დაიმატეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამის უკან ბევრი სამუშაოდ. ჩვენ და სხვა გუნდებიც გავუმჯობესდით, მაგრამ ჩემი აზრით, არ არსებობს გუნდი, რომელმაც „იუვესთან“ სხვაობა შეამცირა“, – თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …