ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია, რომელიც ანდრეა ანიელის იდეაა. ამ შემთხვევაში „იუვენტუსი“ სუპერლიგაში გადაინაცვლეს და სერია A-ს დატოვებს.
კომისოს ანიელის იდეა დაიწუნა, ისევე, როგორც აქამდე ბევრმა საფეხბურთო მოღვაწემ. სუპერლიგა წარმოადგენს იდეას, სადაც მხოლოდ ევროპის 16 გრანდი ითამაშებს.
„იუვე“ იტალიური გუნდია, მას გულშემატკივრები ჰყავს კალაბრიასა და სიციალიაშიც. ანიელი და „იუვე“ იტალიის წყალობით გახდნენ ის, რასაც ახლა წარმოადგენენ. მას სუპერლიგის იდეა აქვს, მაგრამ არამგონია ეს ოდესმე მოხდეს“.
კომისომ ასევე ისაუბრა ტურინული გუნდის ინიციატივაზე, რომელიც ხელფასების დაკლებას შეეხება. „ფიორენტინას“ მფლობელმა ეს ნაბიჯი მოიწონა:
„იუვემ“ კარგი მაგალითი აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ პირობები არ ვიცით. ჩვენ ველოდებით ლიგის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე არაფერი გვაქვს გადაწყვეტილი“.