ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რა თქმა უნდა, მაურიციო სარის დანიშვნის გამო.
კობოლი ჯილი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერსაც დიდ შეცდომად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გუნდს მის ნაცვლად ახალგაზრდ ტალანტები უნდა ეყიდა.
„მატჩის შემდეგ სარიმ თქვა, რომ წააგეს, რადგან პენალტების სერიაში მხოლოდ ორი პენალტი ვერ გაიტანეს. არმგონია, რომ სწორი იყოს მტკიცებულებების უარყოფა, „იუვენტუსმა“ აშკარად წააგო და მხოლოდ ბუფონმა შეუნარჩუნა ძირითად დროში ანგარიში. ამჟამად გუნდს თამაში არ აქვს, მარტში „ინტერთან“ სარის „იუვეს“ საუკეთესო თამაში ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ეს იყო, სამი თვის შემდეგ ყველაფერი ისევ დისკუსიის საკითხია.
მე არ მაქვს სარის მიმართ სიმპათია, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა. სამწუხაროდ მახსოვს ყველა მისი ფრაზა, როდესაც „ნაპოლის“ მწვრთნელი იყო, მაგრამ ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, რატომ მივიდა „იუვენტუსში“? შეიძლება მხოლოდ ფულის გამოსამუშავებლად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი დანიშვნა შეცდომა იყო, რადგან მას არ შეუძლია გუნდთან კომუნიკაცია.
ალბათ პასუხისმგებლობა ნედვედს და პარატიჩის ეკისრებათ, რომლებმაც დაარწმუნეს ანიელი სარის საიმედოობაში, მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად. ახლა იმასაც ამბობენ, რომ დიბალას ხელფასს 15 მილიონამდე გაუზრდიან. შარშან ამ ბიჭის გასაყიდად ყველაფერს აკეთებდნენ, დღეს ყველაფერი პირიქითაა, ეს არის უცნაური წინააღმდეგობები, რომელიც არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.
მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ბრალია ყველაფერ ამაში. მისი მიზანია სუპერგუნდი შექმნას, რომელსაც ყველაფრის მოგება შეეძლება, იყიდა კრიშტიანუ რონალდუ. თუმცა, მისმა ტრანსფერმა დისბალანსი შექმნა, რადგან დავრწმუნდით, რომ თამაშის ადაპტირება მასზე ხდება. მე პირადად მასში ჩადებული ინვესტიციის ფულით ახალგაზრდა ტალანტებს შევიძენდი, რათა „იუვენტუსი“ განახლებულიყო“, – თქვა კობოლი ჯილიმ.