„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ესპანურ Marca-სთან განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს მასშტაბით დაამტკიცა, რომ საუკეთესოა, ხოლო ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“.
გერმანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მესის ანდრეს ინიესტასა და ჩავის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი ჯილდო არ მოუგია.
„რონალდუს ფეხბურთიდან წასვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მან ყველაფერი მოიგო, ტიტულები ნებისმიერ გუნდიში, ეროვნულ ნაკრებში და ინდივიდუალური ჯილდოები. სამაგიეროდ, მესის ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოუწევს, მას ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია და მას შემდეგ, რაც „ბარსელონადან“ ჩავი და ინიესტა წავიდნენ, არც კლუბში მოუგია წონადი ტიტული. და, ახლა VAR-ის ეპოქაში „კამპ ნოუს“ მიღმაც გამარჯვება არ შეუძლია. რონალდუ მსოფლიოშია საუკეთესო, მესი კი ალბათ „ბარსელონაში“, – თქვა კლოპმა.