ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ უარყო იტალიურ პრესში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურინის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.
ამ საკითხთან გავრცელებულ ხმებს კლაუდიომ სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა:
„ამ სისულელეზე პასუხის გაცემაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. პოლიტიკა სერიოზული საქმეა. ამიტომ, გთხოვთ სერიოზული საქმე აკეთეთ“, – დაწერა კლაუიდომ.
შეგახსენებთ, რომ მარკიზიოს ტურინის მერის არჩვენებში შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია ბოლო დღეებში გავრცელდა.
Quello che trovo incredibile è che debba anche rispondere a queste assurdità.
La politica è una cosa seria.
Allora per favore facciamo i seri.#Torino ❤️ pic.twitter.com/GpgAuOtZyv— Claudio Marchisio (@ClaMarchisio8) March 4, 2021