„ევერტონის“ ფეხბურთელმა მოიზე კინმა „იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდზე და კრიშტიანუ რონალდუზე მოკლე, მაგრამ დადებითი კომენტარი გააკეთა.
„ყველამ იცის თუ რამდენად წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ის საუკეთესოა, მაგრამ ასევე კარგი ადამიანია. როდესაც „იუვეში“ ვიყავი, ძალიან დამეხმარა. იქ კარგი პერიოდი გავატარე, მათ შორის, სადებიუტო გოლი მახსენდება, სტუმრად „ბოლონიას“ ვეთამაშებოდით“, – თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ ზაფხულს ის ლივერპულის „ევერტონში“ გადავიდა.