ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი მატჩის გმირი გახდა, რადგან დუბლი შეასრულა. ის ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ თქვა, რომ სერიოზული არაფერია.
„თეძოს პრობლემა მქონდა, მომიწია მოედნიდან გასვლა, რადგან ვეღარ ვახერხებდი სირბილს, მაგრამ არაფერია კუნთოვანი და არც არაფერია სერიოზული. ხვალიდან ვარჯიშს მოვახერხებ. ცოტა გოლს ვიტანდი? გოლები იმ მუშაობის შედეგია, რასაც გუნდისთვის ვაკეთებ.
მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება, რომ ან პასი უნდა გავაკეთო, ან ერთი-ერთზე უნდა ვითამაშო მეტოქის მოტყუებაზე, რომ სივრცეები შევქმნა. დიბალა და კრიშტიანუ კი ხედავენ ისეთ მოძრაობებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ვარჯიშებზე კრიშტიანუსთან და პაულოსთან ამ კომბინაციაზე ვვარჯიშობ და ერთმანეთსაც ვეჯიბრებით. ასეთი ჩემპიონებისგან ბევრს ვსწავლობთ.
განსხვავება „იუვეს“ და „ფიორენტინას“ ვარჯიშებში? „იუვეში“ უფრო მეტი დატვირთვაა. აქ უფრო მეტს ითხოვენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. მე ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო დაცვით ფაზაშიც“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.