ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონს ეხება. მათ დიდი ხნის შემდეგ პირველად ითამაშეს სასტარტო შემადგენლობაში ერთად.
კიელინი როგორც ჩანს, ამ ფაქტით აღფრთოვანებული გახლდათ:
„სასიამოვნო იყო ზუსტად 997 დღის შემდეგ შენთან ერთად თამაშის პირველივე წუთიდან დაწყება. ისეთივე შესანიშნავია ამ ფერების ერთად დაცვა, როგორც ამდენი ხნის განმავლობაში”, – დაწერა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა „იუვენტუსი“ 2018 წელს დატოვა და ერთ წელიწადში დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ კიელინი ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც ძირითად შემადგენლობაში ორივე ლეგენდა ერთად არ მოხვედრილა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი