ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი მცველის განცხადებით, ტიტულების მოგებით არასდროს დაიღლება.
„გვინდოდა მოგება, „ინტერთან“ მარცხის გამოსყიდვა, რომელიც ტკივილს ისევ გვაყენებს. ადვილი არ იყო, რადგან „ნაპოლის“ სახიფათო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ. ახლა ეს გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ.
სკუდეტო? საჭიროა სტაბილურად დადებითი შედეგები და თამაშიდან თამაშამდე ფიქრი. ამ ეტაპზე არ არის საჭირო სატურნირო ცხრილის ნახვა. მე გამარჯვებით არ დავიღლები, რადგან კარიერის ბოლომდე ბევრი არ დამრჩა. მხოლოდ მოედანზე ვიღლები (იღიმის).
კუადრადო? იმედი გვქონდა, რომ მისი ტესტი უარყოფითი იქნებოდა, არ ვიცი როგორ მოახერხა ამ დაავდების შემდეგ ასე კარგად თამაში. საბედნიეროდ ვირუსი ყოველთვის უსიმპტომოდ ჰქონდა. ყველა ფაზაში ვიყავით გაერთიანებული, მცველები კარგები ვიყავით ნახევარმცველების დახმარებით“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, მომდევნო მატჩს კი კვირას სერია A-ში „ბოლონიასთან“ გამართავს.