მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ეს გაკვეთილი უნდა გამოდგეს”

კიელინი: “ეს გაკვეთილი უნდა გამოდგეს”

ტურინის „იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „მანჩესტერთან“ (1:2) შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მოგებას იმსახურებდნენ. კიელინის აზრით, ეს თამაში გაკვეთილი უნდა გამოდგეს.

„ყველაფერი ადრე უნდა დაგვესრულებინა, რადგან კარგი თამაში ჩავატარეთ. თუ სეზონის ბოლოს მადრიდში თამაში გვინდა, მაშინ ამ საღამოდან უნდა ვისწავლოთ, რადგან დეტალებისგან შედგება ყველაფერი. დღეს დიდი ანგარიშით მოგება დავიმსახურეთ, თუმცა უნდა მოვუმატოთ“, – განაცხადა ნამატჩევს კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 9 ქულა აქვს და ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა „იუვე“ ისევ შინ ჩაატარებს, ამჯერად „ვალენსიასთან“.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …